11:20 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 12:33:24, 1176 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუციის გადახედვისას მთავარი გაწონასწორების მექანიზმების გამყარებაა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ  საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქცია ხარვეზიანია და გადახედვას საჭიროებს,  მაგრამ  მიაჩნია, რომ  მთავარი და უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული ხარვეზი, რომელიც ამ დოკუმენტის დახვეწისას შეიძლება გაჩნდეს, თამაშის წესების რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება იქნება, ამიტომ  კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა  აუცილებელია.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას გააკეთა და კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„მხარი დავუჭირე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად, შევთავაზე ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრის  თანათავმჯდომარეობით, რომელიც საქართველოს პარლამენტს, ვენეციის კომისიის ჩართულობით მომზადებულ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის დოკუმენტს წარუდგენს.

მთავარი, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს ესაჭიროება, სწორედ ბალანსისა და გაწონასწორების  მექანიზმების გამყარებაა, და არა  ყველა შტოსა და ინსტიტუციის ერთ ხელში თავმოყრა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, არსებობენ პოლიტიკური კულტურები, სადაც კონსტიტუციონალიზმი, საერთოდ დაუწერელი კონსტიტუციის, ან საუკუნეების წინ შექმნილი დოკუმენტით, იდეალურად ხორციელდება. ნათელია, რომ ამის გარანტი არის პოლიტიკური კლასის,  საზოგადოების სამართლებრივი ტრადიციისადმი ერთგულება. ქართულ კონსტიტუციონალიზმს  კი, სწორედაც რომ არასახარბიელო - კონსტიტუციის პოლიტიკურ ინტერესებზე მორგების ტრადიცია გააჩნია. შესაბამისად, კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics