14:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 15:22:48, 501 ნახვა

პოლიტიკა
მაია ცქიტიშვილი: ირმა ნადირაშვილის გავრცელებულ ინფორმაციაში არასწორი ციფრები იყო მითითებული

მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ავეჯის შესყიდვა იგეგმება, თუმცა უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის პრემიერ–მინისტრისთვის არის შეძენილი. 

როგორც ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ავეჯის შესყიდვის მიზნით დეკემბრის თვეში 2 ხელშეკრულება გაფორმდა.

„შუა დეკემბერსა და დეკემბრის ბოლოს 2 ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ავეჯის შესყიდვას შეეხებოდა. ავეჯი არ არის შეძენილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის. ეს ავეჯი არის შეძენილი იმ სივრცისთვის, რომელიც დღეისთვის არ გვქონდა მთავრობის ადმინისტრაციაში. ჩვენ არ გვქონდა შესაბამისი სივრცე, რომელიც  საჭირო იყო მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად.მოგეხსენებათ, რომ პროტოკოლით არის გათვალისწინებული მთელი რიგი ფართები. იცით, რომ სხვადასხვა ფორმატია, რომელიც პირველ პირებს შორის პირისპირ შეხვედრებს ითვალისწინებს, ასევე მაღალი რანგის შეხევდრებს დელეგაციებს შორის და ა.შ. ადმინისტრაციის მიმდინარე რემონტის ფარგლებში ბუნებრივია, ვაწყობთ ასეთ სივრცეებს. ამ სივრცეებსაც შესაბამისად სჭირდება შესაბამისი აღჭურვილობა“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა. 

მან აქვე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ავეჯის ღირებულებასთან დაკავშირებით, არასწორია. 

„ ირმა ნადირაშვილს  გავრცელებულ ინფორმაციაში  არასწორი ციფრები ჰქონდა მითითებული. იქ, სადაც მაგალითად უწერია, რომ ერთი სკამი ღირს 15 000, სინამდვილეში 84 სკამია, ის ციფრი სადაც წერია, რომ  ნივთი 24 000 ღირდა, სინამდვილეში ღირდა 950 ევრო, ანუ, 2000 ლარი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ნადირაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ადმინისტრაციის მიერ არ იყო გაცემული. 

„ეს ინფორმაცია არ იყო გაცემული ჩვენს მიერ, არ იყო საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვილი და ალბათ ეს არის მიზეზი,  რატომაც არ შეესაბამება სინამდვილეს სრულად“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, ირმა ნადირაშვილი  „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს,  რომ  მთავრობის ადმინისტრაციამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სართულისთვის 181 401 ლარის ღირებულების ავეჯი შეუკვეთა.

მან შესაბამისი ფოტოებიც გამოაქვეყნა. 

ნადირაშვილის ინფორმაციით, შეკვეთილ ავეჯს შორის ბატუტიცაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics