2016-09-15 17:43:50, 776 ნახვა
სამხედრო
საქართველოს სამხედრო ძალათა რაოდენობა 2017 წლისთვის იგივე რჩება
პრეზიდენტის ადმინისტრააციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა.
სხდომაზე წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სამხედრო ძალათა რაოდენობა 2017 წლისთვის იგივე რჩება, რაც 37 ათასს შეადგენს.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის განმარტებით, აღნიშნულ რაოდენობაში არ შედის საომარი მდგომარეობის პერიოდში რაოდენობა და რეზერვი.
მისივე თქმით, დოკუმენტი პარლამენტს ბიუჯეტის პროექტთან ერთად გადაეგზავნება.
რაც შეეხება მეორე საკითხის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებს, რეფორმები საბჭოს წევრებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააცნო.
ირინე იმერლიშვილის განცხადებით,რეფორმებთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე არაფერი დამტკიცებულა.<. თავდაცვის სამინისტროს რეფორმირების დოკუმენტის ფართო განიხილვა დაიწყება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან