13:01 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 17:40:27, 1044 ნახვა

კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი: დანაშაულის პრევენციის მიზნით, ყველა ადამიანს გვერდით პოლიციელს ვერ დავუყენებთ

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი სესიაშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ  კრიმინალურ ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კრიმინალთან ბრძოლა საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეუძლებელია.

როგორც სესიაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, აგვისტო-სექტემბერში კრიმინალური ფაქტები მატულობს, მაგრამ სტატისტიკითა და სხვადასხვა რეიტინგებით ჩანს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.

„ბოლო პერიოდში ძალიან სამწუხარო ფაქტები მოხდა და ეს ყველას გვაშფოთებს. თუმცა, ეს არ არის საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაციის დამძიმებაზე ვისაუბროთ. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში საქმე ყოფით საკითხებზე დაპირისპირებასთან გვაქვს. ეს ყველას გვადარდებს, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა ადამიანს პოლიციას ვერ დავუყენებთ გვერდით, რომ დანაშაულის პრევენციაზე ვისაუბროთ. რაც შეეხება სტატისტიკას - ის სხვა შედეგს გვიხატავს, კრიმინოგენური სიტუაცია გაუმჯობესებულია. ყველასთვის ცნობილია, რომ სხვადასხვა რეიტინგებით საქართველო ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნადაა მიჩნეული. ბელგიამ სულ რამდენიმე დღის წინ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეიყვანა. ასე, რომ თბილისში მომხდარი ბოლო ფაქტებიდან გამომდინარე კრიმინოგენური სიტუაციის მატებაზე ვერ ვილაპარაკებთ. ზოგადად, აგვისტო-სექტემბრის პერიოდში ხშირად ხდება ასეთი სამწუხარო ფაქტები. თუმცა, ეს სიტუაციის გამართლება არ არის. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, სამართალდამცველთა პასუხისგებლობის საკითხი დადგეს - არ ვგულისხმობ ბოლო შემთხვევებში. საზოგადოების მხრიდან კრიტიკაა, როდესაც ზომებს ვამკაცრებთ და ადამიანები ამბობენ, რომ ხალხის უფლებებს ვლახავთ. საწინააღმდეგო შემთხვევაში სამაართალდამცველების უმოქმედობაზე საუბრობენ. უნდა შევეგუოთ, რომ კრიმინალთან ბრძოლა საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეუძლებელია“, - აცხადებს სესიაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics