14:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-28 13:27:43, 599 ნახვა

პოლიტიკა
წიკლაური: ნემცოვი პუტინის პირადი გადაწყვეტილებით მოკლეს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ნუგზარ წიკლაური ბორის ნემცოვის მკვლელობას პოლიტიკურ მკვლელობას უწოდებს. 

ამის შესახებ წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველომ მსგავსი ქვეყნებისგან, სადაც პოლიტიკური ნიშნით პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს კლავენ, თავი შორს უნდა დაიჭიროს.

"არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ეს არის პოლიტიკური მკვლელობა. ეს არის პუტინის პირადი გადაწყვეტილება. რუსეთისთვის არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კლავენ პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს. საქართველოსათვის ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ერთს, რომ ჩვენ მაქსიმალურად შორს უნდა ვიყოთ ისეთი ქვეყნისაგან, სადაც ასეთი ტიპის ანგარიშსწორებები ხდება. საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დისტანცირებული იყოს ისეთი ქვეყნისაგან, სადაც ადამიანების მკვლელობები ხდება სახელმწიფოს გადაწყვეტილებით", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნუგზარ წიკლაურმა. 

ცნობისთვის რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი გუშინ მოსკოვის ცენტრში მოკლეს. მას ექვსი ტყვია ესროლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics