23:50 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-29 17:27:36, 1681 ნახვა

საზოგადოება
მეუფე საბა: პატრიარქი არ აირჩევა იმით, ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს და შეაქებს ევროპას - ვიდეო

სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ საკვირაო ქადაგებისას ახალი პატრიარქისათვის დამახასიათებელ აუცილებელ თვისებებზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ პატრიარქი არ გამოირჩევა იმით, ცხენით დადის თუ მანქანით. არც იმით, ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს და შეაქებს ევროპას თუ პირიქით. მეუფე საბამ განაცხადა, რომ ადამიანებმა არ იციან, რომ პატრიაქრობა არ არის ადმინისტრაციული თანამდებობა, არამედ ტვირთი და ჯვარი.

"დღეს ადამიანები საუბრობენ, ვინ უნდა იყოს მომავალი პატრიარქი, როგორი უნდა იყოს ის და ა.შ. და ამ ადამიანებმა არ იციან, როგორ ხდება, ამ შემთხვევაში, პატრიარქის გამორჩევა, რა თვისებებით, რა ხარისხით და ა.შ. პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის და ვინ მანქანით. არ ხდება იმ შედარებებით, ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას ან პირიქით. არ ხდება კიდევ სხვა იმ სურვილებით და მახასიათებლებით, რომელსაც დღეს ცოტა რაოდენობის ადამიანები ამბობენ, მაგრამ მაინც ამბობენ.

ერთი რამ, მნიშვნელოვანი არ იციან ადამიანებმა. პირველი ის, რომ ყველაფერი ზეცაში წყდება. […] ადამიანებმა არ იციან, რომ პატრიარქობა ეს არ არის გარკვეული ადმინისტრაციის ადმინისტრატორობა ანუ თანამდებობა. პატრიარქობა არის ტვირთი და ჯვარი, ცხოვრების წესი…

პატრიარქობა ყველას არ შეუძლია. ეს არის გამორჩეულობა, განსაკუთრებულობა, რომელსაც, უპირველს ყოვლისა, უნდა ჰქონდეს ყველა ის ხასიათი და ყველა ის თვისება ადამიანური, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ გამოავლინა ამქვეყნიური ადამიანური ცხოვრების პირობებში." - თქვა მეუფე საბამ ქადაგებისას.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics