2016-03-29 14:19:54, 1107 ნახვა
მსოფლიო
აშშ: სავჩენკოს 2 რუსულ მოქალაქეზე გადაცვლას არ განვიხილავთ
ამერიკის საელჩოში აცხადებენ, რომ უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს რუსეთის მოქალაქეებზე ვიქტორ ბუტასა და კონსტანტინ იაროშენკოზე გადაცვლა არ განიხილება, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს.
როგორც მედია საშუალება იტყობინება, ვიქტორ ბუტა ამერიკაში 25 წლიან პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალი, კოლუმბიური რადიკალური დაჯგუფებისთვის იარაღის მიწოდებაში ედება.
იაროშენკო, რომელსაც 20 წელი აქვს მისჯილი და სასჯელს ასევე ამერიკის ციხეში იხდის, პატიმრობაში ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის იმყოფება.
აშშ-ის საელჩოს პრეს-მდივანის თქმით, სავჩენკოს გადაცვლა არ განიხილება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელ მფრინავს რუსეთის სასამართლომ, ორი რუსი ჟურნალისტის მკველობისთვის 22 წელი მიესაჯა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან