21:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-04 11:05:42, 1194 ნახვა

სამართალი
პოლიციამ 2 პირი ამხილა, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთის რაიონული სამმართველოს, მუხრანის პოლიციის თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაიწყეს და 2 პირი: 2009 წელს დაბადებული გ.ჭ. და წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული ლ.ჭ ამხილეს.

პოლიციის მიერ მოპოვებული მტკიცებულებით დადგინდა, რომ გ.ჭ.-მ და ლ.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 5 ცეცხლსასროლი იარაღი და 22 ვაზნა.

სისხლის სამართლის საქმის მასალები, მხილებული პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, განსაზღვრულ დროში გადაეგზავნება სასამართლოს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმიდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics