09:13 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-12 16:21:30, 1428 ნახვა

სამართალი
შსს: დაკავებულია აჭარის პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ქრთამის სახით, ჯამში 1000 დოლარი აიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მოსამსახურე რ.დ.-მ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ პერსონალური ინფორმაციის, შსს საინფორმაციო ბაზაში გადამოწმების და მოქალაქე რ.კ.-სთვის უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ჯამში 1000 აშშ დოლარი აიღო.

დაკავებისას რ.დ.-მ გენერალური ინსპექციის თანამშრომლების დანახვაზე, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით მიმალვა სცადა, რა დროსაც მოახდინა შეჯახება.

აღნიშნულის შემდგომ მიატოვა ავტომობილი და ფეხით შეეცადა მიმალვას, რა დროსაც სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

რ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას თანხის ნაწილი - 500 აშშ დოლარი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს". - წერია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics