11:04 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-09 15:32:09, 1656 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით და თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით,  9 ოქტომბერს, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა - „საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“  გაიმართება და მასში მონაწილეობას  ქართული ბიზნესები მიიღებენ, სხვადასხვა სექტორიდან.

ფორუმი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას 4000-ზე მეტი სტუმარი და 50-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრება, როგორც უზბეკეთიდან, ისე - სხვადასხვა ქვეყნიდან.

პირველ დღეს გაიმართება კონფერენცია - ,,საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს მხრიდან გამოფენაში მონაწილე კომპანიები, ისე - უზბეკეთის ბიზნესსექტორის და ხელისუფლების წარმომადგენლები. ბიზნესგამოფენაზე 50- მდე ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომლებიც გამოფენის პარალელურად, თავიანთ ბიზნესს უზბეკ მომხმარებელს სცენიდან გააცნობენ.

კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, უკეთესად გაიცნონ უზბეკეთის ბაზარი, მისი თავისებურებები, გამოწვევები და შესაძლებლობები. კონფერენციაზე მონაწილეები პირადად შეხვდებიან სხვადასხვა ბიზნეს და საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელს  თუ ინვესტორს და  გამართავენ B2B შეხვედრებს.

კონფერენციის პირველი ნაწილი იმ ქართული ბიზნესების წარმომადგენლებს დაეთმობათ, რომლებმაც უზბეკეთის ბაზარზე უკვე წარმატებით დაიმკვიდრეს თავი. სპიკერები დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ უზბეკეთის ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით. გამომსვლელებს შორის იქნება ნუკრი თეთრაშვილი, თიბისი უზბეკეთის აღმასრულებელი დირექტორი.

კონფერენციის მეორე ნაწილში უზბეკეთის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. მათ შორის - ეკონომიკის, ინვესტიციების სამინისტროს, ასევე ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრები. სპიკერები აუდიტორიას უზბეკეთის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს, შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოს გააცნობენ, მათ შორის, კომპანიების რეგისტრაციის და საქმიანობის წამოწყების პროცედურებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია იმ საკონტაქტო პირების შესახებ, რომლებიც ბიზნესებს აღნიშნული პროცესების ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარებიან.

ბიზნესგამოფენაზე დასასწრებად, ასევე,  ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: გამოფენა | Sales Association

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics