14:38 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-18 19:27:27, 1971 ნახვა

საზოგადოება
საქართველო სასმელი წყლის სისუფთავის მხრივ მეზობელ ქვეყნებს ჩამორჩება — EPI

გარემოსდაცვითი ეფექტურობის ინდექსის (EPI) უახლესი ანგარიშის თანახმად, საქართველო სასმელი წყლის უსაფრთხოებისა და სისუფთავის მხრივ მეზობლებს შორის ბოლოსწინა ადგილზეა. წინ არიან სომხეთი, რუსეთი და თურქეთი. აზერბაიჯანი რეიტინგში საქართველოზე უფრო დაბალ პოზიციაზეა.

განახლებული რეიტინგი უსაფრთხო სასმელ წყალსა და სანიტარიულ პირობებზე წვდომას 100-ქულიანი შკალით აფასებს, სადაც 100 საუკეთესო ხარისხს წარმოადგენს, ხოლო 0 - ყველაზე ცუდს. EPI მოიცავს 180 ქვეყანას. გლობალურ რეიტინგში საქართველო 79-ე ადგილზეა. საქართველოს წინ მყოფ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის სურათი შემდეგია:

ესტონეთი - 49-ე ადგილი
ბელარუსი - 52-ე ადგილი
ლატვია - 56-ე ადგილი
ლიეტუვა - 57-ე ადგილი
სომხეთი - 60-ე ადგილი
რუსეთი - 65-ე ადგილი
უკრაინა და ყაზახეთი - 66-ე ადგილი
უზბეკეთი - 77-ე ადგილი
აზერბაიჯანი - 97-ე ადგილი

EPI-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე სუფთა სასმელი წყალი (რეიტინგი 100 ქულა) ფინეთში, ისლანდიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთშია.

თუ თბილისსა და ბაღში ონკანის წყლის ხარისხზე ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რომ ფორმალურად ის სასმელად უსაფრთხოდ ითვლება - მისი ხარისხი რეგულარულად შემოწმდება აკრედიტებულ ლაბორატორიებში. თუმცა, ბევრი ადამიანი წყლის ადუღებას, ფილტრების გამოყენებას ან ბოთლში ჩამოსხმული წყლის ყიდვას ამჯობინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics