2025-01-24 08:38:11, 831 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ენერგორესურსები წარმოადგენს მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან ნაწილს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ენერგორესურსები, განსაკუთრებით კი ნავთობი, წარმოადგენს მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან ნაწილს.
„რუსეთი ცდილობს, განაგრძოს აგრესია და ოკუპაცია. ენერგორესურსები, კერძოდ კი ნავთობი, წარმოადგენს მშვიდობისა და რეალური უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გასაღებს. ევროპამ მეტი უნდა იმუშაოს ენერგორესურსებზე აშშ-სა და სხვა გლობალურ პარტნიორებთან და არა რუსეთთან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მნიშვნელოვანი შეხვედრები აშშ-ისა და ევროპელ პარტნიორებთან, რომლებიც მიმართულია რუსეთის აგრესიის შეჩერებისკენ.
„მთავარია, არ შევანელოთ ტემპი და ზეწოლა განვახორციელოთ რუსეთზე – იმ ერთადერთ სუბიექტზე, რომელსაც სურს ეს ომი და რომელიც პასუხისმგებელია ამ ომზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,