2023-08-16 13:20:05, 869 ნახვა
რეგიონი
სოფელ ხოვლეში სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის თანაბრად ხელმისაწვდომობის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, სოფელ ხოვლეში ბეტონზე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
"პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარეთან შოთა ბეგლარაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან გიორგი მჭედლიშვილთან და ხოვლეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან თამაზ ხუციშვილთან ერთად გაეცნო.
თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ მოედანზე განთავსდება ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარები და მოეწყობა გარე განათება.
სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინასდება და შპს „დანი ქონთრაქშენი“ ახორციელებს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),