12:36 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 17:23:36, 2889 ნახვა

Lifestyle
აგვისტოში The Killers, Nile Rodgers & Chic და სხვები Black Sea Arena-ზე კონცერტს გამართავენ

შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი, Black Sea Arena 2-წლიან კამპანიას, Starring Georgia-ს იწყებს, რომლის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა პოპულარული ჯგუფისა და შემსრულებლის კონცერტი გაიმართება. თბილისსა და შეკვეთილს ეწვევიან ჯგუფები: Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic და სხვა.

საქართველოს მთავრობის ცნობით, გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო და "კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა".

5 აგვისტოს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე ცნობილი ამერიკულ ბენდის, Nile Rodgers & Chic-ის კონცერტი გამართება. 15 აგვისტოს კი - დარბაზს პოპულარული როკ ჯგუფი, The Killers ეწვევა. ასევე, შეკვეთილს ეწვევიან დიჯეი და პროდიუსერი, დამიან ლაზარუსი, ფრანგი მუსიკოსი, FKJ და გერმანელი არტისტი All Day I Dream.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2023-2024 წლებში საქართველოს "მსოფლიო დონის მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები" ეწვევიან. ღარიბაშვილის თქმით, ამ მიზნით, მთავრობამ 70 მილიონი გამოყო.

 

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics