16:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 14:51:00, 1632 ნახვა

სხვადასხვა
10 დღე ნანგრევების ქვეშ - თურქეთში მიწისძვრიდან 222 საათის შემდეგ, ქალი გამოიყვანეს

თურქეთში, მიწისძვრიდან მეათე დღეს, ნანგრევებიდან 42 წლის მელიქე იმამოღლუ გამოიყვანეს.

ქალმა 222 საათი გაატარა კაჰრამანმარაშის ონიკიშუბათში დანგრეული სახლის ნანგრევების ქვეშ.

დანგრეული სახლის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ბურსას პროვინციის რაზმები აწარმოებენ. ნანგრევებიდან გამოყვანილი მათ პირველადი დახმარება გაუწიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.

ამასთან, ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს 5 მოქალაქე დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics