|
2022-09-29 11:02:24, 1669 ნახვა
სამხედრო
ბურჭულაძე - ჩვენს ჯარისკაცებს, თამამად შეიძლება ითქვას, უკეთესი პირობები აქვთ, ვიდრე უმეტეს ევროპის ქვეყნებს
“ჩვენს ჯარისკაცებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქვთ ალბათ უკეთესი პირობები, ვიდრე უმეტეს ევროპის ქვეყნების ჯარს” - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „პოსტვ“- ის ჟურნალისტის შეკითხვას იმის, თუ რა სჭირდება ყველაზე მეტად ქართულ ჯარს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ქართულ ჯარში არ დარჩენილა არცერთი მიმართულება, სადაც ძირეული და ხარისხიანი რეფორმები არ განხორციელდა. „მარტივად რომ გითხრათ, ეს არის კომპლექსური ღონისძიება, რაც მოიცავს სოციალურ პირობებს, ასევე შეიარაღებასა და კომფორტის შექმნას, რაც ჩვენ მოვახერხეთ ფაქტიურად. ჩვენს ჯარისკაცებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქვთ ალბათ უკეთესი პირობები, ვიდრე უმეტეს ევროპის ქვეყნების ჯარს - დაწყებული უნიფორმით, მათი კვებით, მათი საცხოვრებელი პირობებით და ა.შ. სხვა კომპონენტი ძირითადი, რაც ჯამში შეადგენს ჯარისკაცზე ზრუნვას, მეტი არ არსებობს. ჩვენ ფაქტიურად არ დავტოვეთ არცერთი მიმართულება, სადაც არ მივიღეთ უმაღლესი ხარისხი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალებში შექმნილი პირობების მიუხედავად ყურადღება გაამახვილა ჯარის პოპულარიზაციის თემაზე. მისი თქმით, ეს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიზანია და უახლოეს მომავალში შემუშავდება თავდაცვის კოდექსი, რომლის მთავარი სულისკვეთება ჯარის პოპულარიზაცია იქნება. „გარდა შექმნილი პირობებისა, აუცილებელია პოპულარიზაცია. ჩვენ ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრ ნაბიჯს ვდგამთ. ესეც შეიძლება კრიტიკის საბაბი გახდეს და არის კიდეც. ამის წინააღმდეგ არის ზუსტად მიმართული ის კამპანიები დისკრედიტაციის, რაც იწარმოება ქართული ჯარის წინააღმდეგ. თუმცა, პოპულარიზაციის მიზანი ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს დასახული და მე დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ ამ მიზანს. ჩვენ უახლოეს მომავალში მივიღებთ თავდაცვის კოდექსს, რომელიც იქნება შემუშავებული, დამტკიცებული და ეს იქნება სახელმძღვანელო, ალბათ უახლოეს მომავალში, ჩვენი თავდაცვის ძალების. კოდექსის მთავარი სულისკვეთება არის ჯარის პოპულარიზაცია“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)