2021-07-14 23:48:41, 1145 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე 5 ივლისის მოვლენებზე - ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა
„ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა მოძალადე კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს.
„იურიდიული სტანდარტი არის უმაღლესი სტანდარტი. მაშინაც კი, როდესაც ყველამ ყველაფერი იცის, სამართალდამცავ ორგანოს მოეთხოვება იხელმძღვანელოს 100%-იანი სტანდარტით.
ჩვენ ამ განცხადებების გაკეთება შეგვიძლია იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ყველას გვაქვს.
რაც შეეხება 5 ივლისის ძალადობას, ეს ჩვენ არაერთხელ დავგმეთ და ასევე, მიმდინარეობს პროცესი, რომელიც იმას გულისხმობს, რომ ყველა მოძალადე კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს.
ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, რომლის შესაბამისადაც ვმოქმედებთ ჩვენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,