13:16 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 19:20:54, 1360 ნახვა

Lifestyle
სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი დაახლოებით 40 მილიონ ლარს შეადგენს

წინასწარი მონაცემებით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი დაახლოებით 40 მილიონ ლარს შეადგენს. 

ამის შესახებ საგანგებო შტაბის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისი თქმით, ზარალის დათვლა ამ დრომდე გრძელდება.

ხადურის განცხადებით, თბილისის მერიისთვის პირველ ეტაპზე გამოიყოფა 10 მილიონი ლარი. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბაზაზე გააჩნია გარკვეული საოჯახო ინვენტარი, რაც მერიას დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით გადაეცემა.

მისივე თქმით, დილის 6 საათიდან მუშაობს ფინანსთა სამინისტრო, ხაზინა, განხორციელდა კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და საბანკო სექტორი დღეს მზად იყო ემუშავა და გადარიცხვები განეხორციელებინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics