07:30 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 18:15:26, 854 ნახვა

სამხედრო
ნატო-ს სტანდარტების ნაღმმტყორცნელთა საველე წვრთნები დასრულდა

ვაზიანის სასწავლო პოლიგონზე ნატოს სტანდარტების ნაღმმტყორცნელთა საველე წვრთნები დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების დასკვნით ფაზას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. მან ნაღმმტყორცნელებს სწავლების ჩატარებაში მაღალი შეფასება მისცა და წარჩინებული სამხედრო მოსამსახურეები სიგელებით დააჯილდოვა.

სამხელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მიერ ორგანიზებული საველე წვრთნები სამხედრო მოსამსახურეების მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას ისახავდა მიზნად.

წვრთნებში აღმოსავლეთ სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ბრიგადების ნაღმმტყორცნელთა ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს თეორიული და პრაქტიკული წვრთნები ჩაუტარდათ. სწავლების დასკვნით ნაწილში საბრძოლო სროლები გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics