2017-03-20 14:13:30, 911 ნახვა
სხვადასხვა
ინოვაციების სააგენტო „ბიზნეს ინკუბატორის“ ახალი ნაკადის მისასალმებელ საღამოს მართავს
ტექნოპარკში, 18:00 საათზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო პროგრამა „ბიზნესინკუბატორის" მესამე ნაკადის მისასალმებელ საღამოს გამართავს.
ღონისძიებაზე ახალი ნაკადის გუნდები გაეცნობიან პროგრამის პირობებს, შეხვდებიან მენეჯმენტს, ტრენერებსა დამენტორებს, რომლებიც 6 თვის განმავლობაში ითანამშრომლებენ მათთან. ასევე, მეორე ნაკადის სტარტაპერები გაუზიარებენახალ გუნდებს თავიანთ გამოცდილებას.
პროგრამა ,,ბიზნეს ინკუბატორის" ახალი ნაკადის მიღება დასრულებულია. პროგრამისთის შეირჩა 8 გუნდი. მათთან მუშაობადაიწყება 23 მარტს.
ინოვაციების სააგენტოს - „ბიზნეს ინკუბატორი" არის დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც ინოვაციურიიდეის მქონე მეწარმეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა შეღავათიან პირობებში, გაიარონ საკუთარი ბიზნეს იდეისჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან