12:08 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-30 03:28:57, 4427 ნახვა

სამხედრო
აშშ-ს საჰაერო ძალების MC-130J ტიპის სამხედრო თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ს საჰაერო ძალების MC-130J ტიპის სამხედრო თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა.
FlightRadar24-ის მონაცემების მიხედვით, თვითმფრინავი ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან გამოფრინდა და თბილისში 22:41 საათზე დაეშვა.

მანამდე, ამერიკული MC-130J გაერთიანებული სამეფოს ქალაქ მილდენჰოლში მდებარე ბრიტანულ-ამერიკული სამხედრო ავიაბაზიდან აფრინდა და გერმანიის ქალაქ რამშტაინში აშშ-ს ავიაბაზაზე საათნახევრიანი შეჩერების შემდეგ, ბუქარესტში ჩაფრინდა.

MC-130J სამხედრო-გადამზიდისა და საჰაერო ტანკერის ფუნქციას ასრულებს.

განახლება: ამერიკული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 00:31 საათზე აფრინდა და საქართველოს საჰაერო სივრცე უკვე დატოვა. MC-130J დასავლეთით უცნობი მიმართულებით გაფრინდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics