14:21 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-12 11:40:34, 4489 ნახვა

სამართალი
შსს ორ მოძალადე ტიტუშკას ათავისუფლებს დაკავებულ სტუდენტ გოგოს საპროცესო გარიგებას თავაზობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ათავისუფლებს ორ მოძალადე ტიტუშკას, რომელიც მომიტინგეების ცემაში არიან ეჭვმიტანილები. - ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე ინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ  განაცხადა.

"აქვე, მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია, 8-9 სექტემბერს, ქალაქ თბილისში მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული სამი პირის შესახებ.

დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა – შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან.

რაც შეეხება ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს როგორც ჩვენთვის ცნობილია,  საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან." - განაცხადა დარახველიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8-9 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე თბილისის მერ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარის გამო სამი ადამიანი დააკავა.

დაკავებულთა შორის იყვნენ:

1965 წელს დაბადებული ზაზა მამალაძე - რომელმაც ფიზიკურად იძალადა (სახეში გაარტყა ახალგაზრდა გოგოს ხელი) და მოგვიანებით უხამსი ჟესტით მიუთითებდა დემონსტრანტებს საკუთარ გენიტალიაზე.

2003 წელს დაბადებული ირაკლი ბუაჩიძე, - რომელსაც აქციაზე ჰქონდა ხელკეტი, რომელიც ჩაარტყა ერთ-ერთ დემონსტრანტს; ასევე მოგვიანებით პოლიციელს, რომელმაც ხელკეტი წაართვა, მიმართა: „თქვენიანი ვარ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics