08:47 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 18:22:09, 518 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში ორი ახალი სამუშაო ჯგუფი იქმნება

არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების შესახებ, ასევე საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტებზე, საქართველოს პარლამენტის  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში ორი სამუშაო ჯგუფი ამოქმედდება. 

საკითხი დღეს  კომიტეტის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. საქართველოს პარლამენტის რეგლამეტის თანახმად, კომიტეტის ფარგლებში შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი, რომლებშიც კომიტეტის წევრი დეპუტატები იმუშავებენ.

 ერთი ჯგუფი არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების, მეორე კი საკუთრების უკანონო ხელყოფის საქმეებზე, კომიტეტში 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე შემოსულ ყველა იმ საჩივრის სისტემატიზაციას მოახდენს, რომელიც  ეხებოდა არაადამიანური მოპყრობის, წამების და საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტებს. კომიტეტი ამ მასალებს შესაბამისი სამართლებრივი შეფასებით გადასცემს მთავარი პროკურატურის ახლად შექმნილ დეპარტამენტს - შესაბამისი რეაგირებისათვის. 

"მიზანი ის არის, რომ მოხდეს სისტემატიზაცია მთლიანი რეესტრი რ აც გვაქვს, მონაცემთა ბაზა დამუშავდეს, დახარისხდეს, რა სახის ხელყოფის ფაქტები იყო საკუთრების ჩამორთმევის, შემდეგ მოხდება ამ მონაცემთა შედარება საგამოძიებო უწყებებთან არსებულ ინფორმაციასთან, რომელთა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც უკვე დაწყებულია, რომელზეც საერთოდ არ არის ინფორმაცია, აუცილებელია, კომიტეტმა რეგლამენტის თანახმად დადოს სამართლებრივი შეფასება, რეკომენდაციები კონკრეტული რეაგირების და ამ დაღვეული  უფლებების აღდგენის თაობაზე. პოლიტიკური ნებაა, რომ ამ ფაქტებზე მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს. ჩვენ უნდა მივეხმაროთ ამ პროცესს, მთავრობას, რომ ეს მასალა, რომელიც უკვე არსებობს სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს",-განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics