2022-04-16 11:27:52, 1367 ნახვა
სამხედრო
დილით რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს
დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს. თავდასხმის ქვეშ მოექცა დედაქალაქის დარნიცკის რაიონი. - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ თავის Telegram-ში განაცხადა.
"მეგობრებო! დილით კიევი დაიბომბა. აფეთქებები ატყდა ქალაქის გარეუბანში მდებარე დარნიცკის რაიონში. ახლა ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - წერს მერი.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა კიევის მოსახლეობას, არ უგულებელყოთ საჰაერო თავდასხმის სიგნალები.
კლიჩკომ ასევე სთხოვა კიეველებს, რომლებიც ადრე წავიდნენ და დედაქალაქში დაბრუნებას აპირებდნენ, ამ დროისთვის თავი შეიკავონ და უსაფრთხო ადგილებში დარჩნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,
სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა