2020-03-22 22:03:43, 6589 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კარანტინში მყოფთა რიცხვი 3 254-მდე გაიზარდა
საქართველოში კარანტინში მყოფთა რიცხვი 3 254-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
მარნეულში დაფიქსირებული კორონავირუსის ერთ შემთხვევაზე ამ დროისათვის 86 კონტაქტია დადგენილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
მარნეულში შუახნის ქალს კორონავირუსი დღეს, 22 მარტს, დაუდგინა. ის მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში მკურნალობდა.
„ჩვენი ჯგუფი მუშაობდა იმ საავადმყოფოში და ახლა დაბრუნდნენ ცენტრში. მიმდინარეობს დისკუსია ამ ავადმყოფთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და დგინდება თუ ვისთან ჰქონა კონტაქტი დაინფიცირებულ მოქალაქეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,