10:00 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 20:15:51, 1014 ნახვა

სამხედრო
თინათინ ხიდაშელმა „Airbus Defence & Space“ წარმომადგენლები მიიღო

საქართველოში ვიზიტით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავიამშენებელი კომპანიის „Airbus Defence & Space“ დელეგაცია იმყოფება. დღეს, ფრანგული კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მიიღო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით,  თავდაცვის სამინისტროში გამართულ გაცნობით შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი დავით აბრამიშვილი დაესწრნენ.

უცხოელმა სტუმრებმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და შესაძლებლობები გააცნეს. „Airbus Defence & Space“ ძირითადად უპილოტო საფრენ აპარატებს, შვეულმფრენებსა და სატელიტური კავშირის ქსელებს აწარმოებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა უწყებაშიც იმყოფებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics