2015-07-03 17:29:10, 1036 ნახვა
კომენტარი
გიორგი მღებრიშვილი: ჩვენმა ხელისუფლებამ პატიმრებს თუ რამე დაუბრუნა, ეს არის პირველ რიგში ღირსება
"ჩვენმა ხელისუფლებამ პატიმრებს თუ რამე დაუბრუნა, ეს არის პირველ რიგში ღირსება",-ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სახალხო დამცველის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, ქალთა დაწესებულებებში ღირსების შემლახველი ქმედებები ხორციელდება.
"ერთი რამ ცალსახად შემიძლია გითხრათ, დადასტურებით, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პატიმრებს თუ რამე დაუბრუნა, ეს არის პირველ რიგში ღირსება. იმისთვის არ დაგვიბრუნებია, რომ უკან წავართვათ. თუ ვინმე რაიმე გადაცდომას ჩაიდენს, ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ. ამისთვის გყვავს გენერალური ინსპექცია, ყველაფერი იქნება შესწავლილი და თუკი ღირსების შელახვის ფაქტებს ადგილი აქვს, აუცილებლად მოხდება რეაგირება",-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან