2015-06-22 14:32:17, 1155 ნახვა
სხვადასხვა
ფეხბურთის ფედერაცია სუპერთასის ბილეთების შეძენის მსურველებს აფრთხილებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „ბარსელონა-სევილიას“ მატჩის ბილეთების შეძენის მსურველებს აფრთხილებს.
როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსურველებმა ბილეთები მხოლოდ www.biletebi.ge-ზე უნდა შეიძინონ.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გაფრთხილებთ, რომ არ შეიძინოთ არც ერთ სხვა საიტზე ბილეთები გარდა საიტისა www.biletebi.ge.
მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა სიმრავლის გამო აღნიშნული საიტი დროებით დაბლოკილია, გთხოვთ, ნუ გახდებით გადამყიდველთა და ცრუ საიტების მსხვერპლი და ნუ შეიძენთ არარსებულ ბილეთებს გაასმაგებულ ფასად.
www.biletebi.ge - ს ინფორმაციით საიტის ადმინისტრაცია ამ დროისათვის მუშაობს არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად და ბილეთების შეძენა უახლოეს საათებში შესაძლებელი გახდება“,-ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან