12:28 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 11:37:45, 922 ნახვა

საზოგადოება
საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა დოკუმენტები ონლაინ სერვისის მეშვეობით მიიღეს

სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურის საშუალებით 2014 წლის განმავლობაში, საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს 4555–მა მოქალაქემ სხვადასხვა სახის დოკუმენტი სახლიდან გაუსვლელად მიიღო. 

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 2014 წელს დისტანციური მომსახურების სამსახური 81 654 მოქალაქეს მოემსახურა. სამსახურმა ელექტრონული ფორმით მიიღო 4 555 განცხადება. 47 171 მოქალაქეს გაეწია სატელეფონო, 18 264 მოქალაქეს – სკაიპით, ხოლო 11 664 მოქალაქეს - ონლაინ კონსულტაცია. 

აღნიშნულ პერიოდში დისტანციური მომსახურების სამსახურს უცხოეთში მყოფი პირები ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების მიზნით მიმართავდნენ.

ამავე სამსახურის მეშვეობით 2014 წელს 240 ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობა გაიცა, რომელსაც საზღვარგარეთ დაქორწინების მსურველი საქართველოს მოქალაქეები იყენებენ. გარდა ამისა, 273-მა მოქალაქემ დაბადების განმეორებითი მოწმობა, ხოლო 95-მა მოქალაქემ ქორწინების განმეორებითი მოწმობა მიიღო ქვეყნიდან და სახლიდან გაუსვლელად. 2014 წელს 1375 ადამიანი დისტანციური მომსახურების სამსახურის საშუალებით დადგა საკონსულო აღრიცხვაზე, ხოლო 243-მა მოქალაქემ ისარგებლა ყალბი დოკუმენტების შესწორების მიზნით გამოცხადებული ამნისტიით და მიიღო დოკუმენტები შესწორებული მონაცემებით. 

ინფორმაციისთვის, დისტანციური მომსახურების სამსახური საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ონლაინ სერვისს სთავაზობს. ამ სერვისით შესაძლებელია სასურველი მომსახურების სახლიდან გაუსვლელად მიღება. მოქალაქეებს განცხადების შევსება სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ გვერდის www.sda.gov.ge საშუალებით შეუძლიათ.

სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახური 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მოქალაქეს დაკავშირება მისთვის სასურველ დროს შეუძლია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics