2015-01-16 15:44:24, 934 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი:“ენგურჰესზე“ მუშაობას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო აწარმოებს
„90–იანი წლების მოლაპარაკებების შემდეგ „ენგურჰესზე“ მუშაობას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო აწარმოებს“, – ამის შესახებ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აფხაზეთთან „ენგურჰესზე“ საუბარი ძირითადად ტექნიკურ მხარეს ეხება.
„90–იანი წლების მოლაპარაკებების შემდეგ „ ენგურჰესზე“ მუშაობას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო აწარმობეს. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აფხაზებთან მოლაპარაკება არ გვაქვს. 90–იანი წლების შემდეგ თთქმის ყოველ კვირაში „ენგურჰესთან“ დაკავშირებით საუბარი იყო, ეს საუბრები კი, ძირითადად ტექნიკურ მხარეს ეხებოდა, რაც ნიშნავს, თუ რამე ტექნიკური სამუშაოები იქნებოდა ჩასატარებელი, ეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ხორციელდებოდა“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან