2015-01-13 18:28:20, 1147 ნახვა
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძის აზრით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსულტაციების გზით უნდა შეირჩეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსულტაციების გზით უნდა შეირჩეს.
"კონსულტაციები ამ შემთხვევაში არის აუცილებელი იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რასაც ეს საკითხი წარმოადგენს და გადაწყვეტილების მიღება თუ გვინდა, ჩვენ აუცილებლად უნდა შევაჯეროთ პოზიციები",-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოხატა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, კონსულტაციების გზით შეირჩეს. მან საპარლამენტო უმრავლესობას, უმცირესობასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდა, კონსულტაციებში ჩაერთოს. თუმცა, როდის და რა ფორმატით დაიწყება კონსულტაციები, ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან