2015-03-26 14:20:32, 1031 ნახვა
სამხედრო
საქართველოს და პოლონეთის თავდაცვის უწყებებს შორის, 2015 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში 2015 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ დარიუშ პოგორჟელსკისა და მის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკ მაჩეი მაზურჩაკს საქართველოს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლეს. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, საუბარი ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.
თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს სამხედრო-ტექნიკურ, სამხედრო განათლების და სამხედრო პოლიციის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გამართვას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან