2016-08-10 15:11:41, 2005 ნახვა
Lifestyle
სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს: მხარდაჭერის ნიშნად ჩემს საარჩევნო ფონდში „პაჩკა“ სიგარეტის თანხა გადმორიცხეთ
მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს მიმართავს, მხარდაჭერის ნიშნად მის საარჩევნო ფონდში „პაჩკა“ სიგარეტის თანხა - 3 ლარი გადარიცხონ.
ამის შესახებ ზურაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:
„მიმართვა პირველი!
მთაწმინდის ამომრჩეველს მივმართავ!
ჩემი საარჩევნო ფონდი გაიხსნა!
მთაწმინდაზე 43.372 ამომრჩეველია!
პირველ ტურში გასვლისთვის საჭიროა 21.687 ხმა!
ჩემო ამომრჩეველო, მხარდაჭერის ნიშნად ყველას მოგმართავთ თხოვნით, გადმორიცხოთ “პაჩკა სიგარეტის” თანხა (ანუ 3 ლარი) დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდში:
საქართველოს ბანკი - GE24BG0000000730946400“, - წერს ზურაბიშვილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან