10:36 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 23:04:44, 4148 ნახვა

კულტურა
ახალგაზრდა პოეტი ირაკლი ჭინჭარაული გარდაიცვალა

ახალგაზრდა ქართველი პოეტი ირაკლი ჭინჭარაული, მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ახალგაზრდა პოეტმა 2015 წლის 9 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალა-ტვინის უმძიმესი დაზიანება. ტრამვის შედეგად განუვითარდა ჰიდროცეფალია და დიდი ზომის ჰემატომა. 23 თებერვალს ირაკლი, სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი ღუდუშაურის კლინიკაში,სადაც  ოპერაცია გაკეთდა. იგი გარდაცვალებამდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ირაკლი ჭინჭარაულის ლექსების კრებულის – „ფიქრი ნაომარის” წარდგინება გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე „ბიბლუსი-გალერეაში“ გაიმართა.

გასწიეთ სევდა, მე გული მაქვს, სიცოცხლე მინდა!

აბა რავიცი სამარეში რა ბედი მერგოს.

გაიდარებენ გაზაფხულებს და თითქოს წმინდა,

თეთრი თოვლივით მიმადნობენ გალეწილ ეზოს.

გასწიეთ გული, აღარ მინდა ამდენი სევდა!

გაგვეყინება მეგობარო მერე თვალები,

დაველოდებით წითელ ვარდებს იმ ლურჯი ციდან

სადაც ოცნებით სიცოცხლეში დავიარებით!

ირაკლი ჭინჭარაული





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics