03:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-04 18:10:20, 5055 ნახვა

პოლიტიკა
ცხოველების უფლებების დასაცავად მორიგი აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველები შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. აქციაზე მოქალაქეები შინაური ცხოველებით და ბანერებით მივიდნენ.

აქციაზე მყოფების თქმით, მათი მოთხოვნაა, ცხოველებს, რა ადგილიდანაც გადაიყვანს სურსათის ეროვნული სააგენტო, დააბრუნოს იმავე ადგილას, რათა არსებობდეს კომუნიკაცია მათ მიმკედლებლებთან.

კერძოდ, აქციის მონაწილეები მოითხოვენ გაუქმდეს თებერვალში მიღებულ განკარგულებაში არსებული ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, აიკრძალა სტერილიზაციის მიზნით გადაყვანილი ძაღლების დაბრუნება იმ ადგილებში, სადაც ცხოვრობდნენ თუკი მათი სტერილიზაციამდელი მიკედლების არეალი ახლოსაა სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროებთან და სპორტულ მოედნებთან.

ამასთან, მოქალაქეების თქმით, არიან ძაღლები, რომლებსაც არ ჰყავთ მიმკედლებელი, ამიტომ სავალდებულო უნდა გახდეს კამერების დაყენება, ამგვარად კი არასამთავრობო სექტორმა შეძლოს ასეთი ძაღლის ადგილსამყოფლის გადამოწმება.

მიუსაფარი ცხოველების დასაცავად აქციები რამდენიმე კვირაა იმართება თბილისში და რეგიონებში. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს საპილოტე პროგრამას უპატრონო და მიკედლებული ცხოველების სამართავად, რომელიც მოიაზრებდა 9000 ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაციასა და ვაქცინაციას. შესაბამისი განკარგულება სააგენტოს ავალდებულებდა უკვე სტერილიზებული ცხოველების გარემოში დაბრუნებას, თუმცა, აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სააგენტო ცხოველების დიდ ნაწილს არ აბრუნებდა, მათ ნაწილს კი, ვისაც აბრუნებდა, ჭირი და სხვა დაავადებები აღმოაჩნდათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics