|
2026-03-23 15:08:25, 1833 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ოკუპირებული იყო სამების ტაძარი ბიძინას და მისი პირადი გარემოცვის მიერ
უამრავ მორწმუნეს ერიდან თუ ბერიდან, პატრიარქის უამრავ ნამდვილ ჭირისუფალს არ მისცეს შესაძლებლობა სამებაში მოხვედრის და ილია მეორესთან გამომშვიდობების. განა ვერ შევიდნენ. არა, უბრალოდ არ შეუშვეს - ოკუპირებული იყო სამების ტაძარი ბიძინას და მისი პირადი გარემოცვის მიერ. - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, როგორც გუშინ აღმოჩნდა, მოქალაქეებს მწუხარების გამოხატვის თავისუფლებაც შეზღუდული ჰქონია. „უამრავ მორწმუნეს ერიდან თუ ბერიდან, პატრიარქის უამრავ ნამდვილ ჭირისუფალს არ მისცეს შესაძლებლობა სამებაში მოხვედრის და ილია მეორესთან გამომშვიდობების. განა ვერ შევიდნენ. არა, უბრალოდ არ შეუშვეს - ოკუპირებული იყო სამების ტაძარი ბიძინას და მისი პირადი გარემოცვის მიერ. „მე ავაშენე, ჩემია და ვისაც მინდა იმას შემოვუშვებ“- აი, ეს ეწერა სახეზე ივანიშვილს. ჩვენი დროა, მარტო ლხინში კი არა, ტრაგედიაშიც მარტო ჩვენ უნდა ვჩანდეთ, - აი ეს ეწერათ სახეზე ივანიშვილის თვალებში შემციცინე და ხალხთან ამპარტავან ხელისკაცებს და ხელისქალებს, უარმყოფელთ მცნების "არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ ხალხთან". და ეს მათ შორის იმიტომ მოხდა, რომ მხოლოდ მცირედმა ნაწილმა ერისა და ბერისა ამოიღო ხმა 8 წლის წინ, შვილის ჯვრისწერა რომ სვეტიცხოველში გადაიხადა ივანიშვილმა და ტაძარი ყველასათვის ჩაკეტა, როგორც პრივატული ღონისძიებებისთვის კეტავენ კლუბებსა და რესტორნებს. მორწმუნეთათვის ჩაკეტა სვეტიცხოველი, ყველაზე დიდი ისტორიული სიმბოლო ქართული მართლმადიდებლობის, რაც ბოლოს ალბათ რომელიმე ქართველი მეფის მეფედ კურთხევის ცერემონიაზე მოხდა საუკუნეების წინ. ეს იყო რვა წლის წინ, ხოლო გუშინ მორწმუნეთათვის ჩაკეტა სამების ტაძარი და საკუთარი ფარისევლები შემოიჯარა. და ეს მათ შორის იმიტომ მოხდა, რომ მხოლოდ მცირედმა ნაწილმა ერისა და ბერისა ამოიღო ხმა, როცა გაუგონარი უგულისყურობით თუ შეგნებული ბოროტებით ჩვენს თვალ წინ ინგრევა გელათის ტაძარი, საქართველოს მთავარი ეზოთერული სიმბოლო, ყველაზე დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის აშენებული და დამშვენებული "სხვაი ათინა და მეორე იერუსალიმი". ინგრევა როგორც ქართველთა რწმენის და განათლების სიმბოლო და ქართული ხუროთმოძღვრების და ფრესკული მხატვრობის სიდიადის ძეგლი. სახელმწიფოს მიმტაცებელმა ბოროტმა ჩარჩმა, რა გასაკვირია, რომ ახლა უკვე გლოვაც მიიტაცოს. არა იმიტომ, რომ მარტომ იგლოვოს ყველას ნაცვლად. არა, იმიტომ, რომ მარტომ მართოს, ყველას ნაცვლად და ვიდრე ცოცხალია. და ეს მანამდე მოხდება, ვიდრე ყველანი ერთად (როგორც გუშინ ვიყავით) სამშობლოს არ გამოვტაცებთ კერპად თვითგამოცხადებულ მოძალადეს. გამოვტაცებთ და დავიბრუნებთ მთავარს, რაშიც ღმერთია განსხეულებული - თავისუფლებას და ურთიერთსიყვარულს. დავიბრუნებთ ადამიანური ყოფის იმგვარ საფუძველს, მწუხარების გამოხატვის თავისუფლება რომ არის, რაც, როგორც გუშინ აღმოჩნდა, ასევე შეზღუდული გვქონია“,- წერს ნიკა გვარამია.
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)