14:16 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-10 11:10:12, 1603 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა - ჩვენი მიზანია, რომ უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდეს ქართველ მოქალაქეებს და აიკრძალოს მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლებისთვის

“ჩვენი მიზანია, რომ უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდეს ქართველ მოქალაქეებს და აიკრძალოს მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლებისთვის. სწორედ ამაზე გვექნება დღესაც საუბარი.” - “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტარებს ხვდება

 “იცით, რომ ჩვენ სწორედ ამ კონკრეტული ინიციატივით ვიმყოფებოდით ვარშავის დედაქალაქში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შესახვედრად, შემდეგ ბრიუსელში, შემდეგ ბერლინში, რომ უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეებს და მოხდეს მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც რეჟიმთან არიან დაკავშირებული და თავად ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე. ეს არის პოლონეთის ინიციატივა, რომელიც ევროპარლამენტმა დაამტკიცა, ახლა ევროსაბჭოს დამტკიცებაღა არის საჭირო და ჩვენ ავიღეთ ინიციატივა, რომ სწორედ ამ შერჩევითი წესით მოხდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერება იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაისაჯონ, მაგრამ დაისაჯოს რეჟიმი და სწორედ ამაზე გვექნება დღეს საუბარი.

ევროპარლამენტარებმა უკვე ძალიან მკაცრი რეზოლუციები მიიღეს, სადაც საუბარია რეჟიმის არ აღიარებაზე და ასევე პრაქტიკულად ყოველ სესიაზე მიმართავენ ევროკომისიას, ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს და მე დარწმუნებული ვარ მათი ამგვარი ძალისხმევა და წნეხი გამოიღებს შედეგს, თუმცა, რა თქმა უნდა, აუცილებელია ჩვენც ვიმუშაოთ ჩვენი მხრიდან და სწორედ ამას ემსახურებოდა ის ბოლო დროინდელი ვიზიტებიც, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან განხორციელდა ევროპის დედაქალაქებში.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics