08:35 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-16 18:12:54, 1669 ნახვა

სპორტი
მაიკ ტაისონმა წააგო პირველი პროფესიონალური ბრძოლა 2005 წლის შემდეგ

კრივში მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი, ამერიკელი მაიკ ტაისონი თავის თანამემამულეს, მსახიობსა და ბლოგერ ჯეიკ პოლთან ბრძოლაში დამარცხდა. რვა რაუნდიანი ბრძოლა, რომელიც გაიმართა არლინგტონში, ტეხასის შტატში, პარასკევს, 15 ნოემბერს საღამოს, დასრულდა პოლის გამარჯვებით ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.

27 წლის პოლისთვის გამარჯვება პროფესიულ რინგზე მე-11 იყო (მათგან შვიდი ნოკაუტით) ერთი მარცხით. 58 წლის ტაისონმა მეშვიდედ დამარცხდა, 50 გამარჯვება მოიპოვა (მათგან 44 ნოკაუტით). ის რინგზე ოფიციალურ ბრძოლაში პირველად 2005 წლის შემდეგ გავიდა, როცა პროფესიული კარიერა დაასრულა. ამის შემდეგ ტაისონმა რამდენჯერმე ითამაშა საგამოფენო ბრძოლებში.

გამარჯვების შემდეგ პოლმა თქვა, რომ მოხარულია მაიკ ტაისონის რინგზე გაცნობა და აღნიშნა, რომ ის კრივის ნამდვილი ლეგენდა და ხატია. "ის საუკეთესოა, რაც კი კრივში ყოფილა. ის ხატია და პატივი იყო მასთან ბრძოლა", - თქვა მან.

ტაისონმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ის "აბსოლუტურად კმაყოფილი" იყო თავისი შესრულებით. "ვიცოდი, რომ პოლი კარგი მებრძოლი იყო", - თქვა მან. როდესაც ჰკითხეს, დაბრუნდებოდა თუ არა რინგზე, ტაისონმა უპასუხა: ”მე არ ვიცი სიტუაციაზეა დამოკიდებული”.

მედიის ცნობით, პოლმა ბრძოლაში მონაწილეობისთვის 40 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს, ტაისონმა - 20 მილიონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics