2016-02-11 19:14:33, 1192 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გაგმეგბლის მოადგილემ სტიქიით დაზარალებული ოჯახები მოინახულა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი გოგი რევია, ხურჩას, კოკის, კახათის, ოქტომბერისა და დავითიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩავიდნენ.
ისინი, იმ ბენეფიციარების მდგომარეობას გაეცნენ, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ და ზუგდიდის გამგეობისგან გარკვეული სახის დახმარებას ითხოვენ.
სოციალურმა კომისიამ ის მოქალაქეებიც მოინახულა, რომელთაც მძიმე სოციალური პირობები აქვთ და ბინის ქირით უზრუნველყოფასა და მომვლელის პროგრამაში ჩართვას საჭიროებენ.
ზუგდიდის გამგებლის, გიზო სართანიას ინფორმაციით, გამგეობის სოციალური კომისია არცერთ განცხადებას არ დატოვებს უყურადღებოდ და ყველა სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის გამგეობა შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან