19:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-11 12:17:15, 1866 ნახვა

სამხედრო
ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო სწავლება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის 120მმ ნაღმმტყორცნელთა ბატარეამ ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ჩაატარა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო წვრთნები დღისა და ღამის პირობებში ჩატარდა და მოიცავდა ისეთ ამოცანებს, როგორიცაა თავმოყრის რაიონის დაკავება, ტაქტიკური გადაადგილება და საცეცხლე მხარდაჭერა. 

უწყების ინფორმაციით, სწავლების მიზანს საცეცხლე მხარდაჭერის ელემენტების შერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა.

დასკვნით ეტაპზე ბატარეამ წარმატებით განახორციელა პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება ზუსტი, დროული და მაღალი ეფექტურობის საარტილერიო საცეცხლე თავდასხმით.

დასავლეთ სარდლობის დამკვირვებელთა ჯგუფის მიერ სწავლება დადებითად შეფასდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics