2015-02-09 11:36:41, 1245 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე ფიქრობს
„უკრაინელებს არ შეუძლიათ რუსეთის არმიის დამარცხება და სწორედ, ამიტომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება-არ მიაწოდოს შეიარაღება უკრაინას, შესაძლოა გადაიხედოს“,-ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰედმონდმა უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით „სკაი ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჰედმონდის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მე-20 საუკუნის ტირანივით იქცევა.
"ამ ადამიანმა თავისი ჯარები საერთაშორისო საზღვრის გავლით გაგზავნა და 21-ე საუკუნეში უცხო ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. ის მოქმედებდა, როგორც მე-20 საუკუნის ტირანი. ცივილიზებული ქვეყნები ასე არ მოქმედებენ. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა შევეგუოთ რუსეთის ამ ზღვარგადასულ ქმედებას," – განაცხადა ფილიპ ჰედმონდმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან