2022-05-13 17:13:23, 3302 ნახვა
Lifestyle
ანა პოლიტკოვსკაიას შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ
ნოვაია გაზეტას ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ. პროექტის სამუშაო სახელია Mother Russia. პოლიტკოვსკაიას როლს ბრიტანელი მსახიობი მაქსინ პიკი შეასრულებს.
ფილმს რეჟისორი ჯეიმს სტრონგი გადაიღებს. ნოვაია გაზეტას მთავარი რედაქტორის, დმიტრი მურატოვის როლს ოსკარის ნომინანტი მსახიობი, კირან ჰაინდსი შეასრულებს. პოლიტკოვსკაიას ქმარს ჯეისონ აიზეკსი ითამაშებს.
ანა პოლიტკოვსკაია იყო რუსი ჟურნალისტი, რომელიც ცნობილი იყო ჩეჩნეთის ომის და ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების ალტერნატიული გაშუქებით და ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკით.
პოლიტკოვსკაია გარდაცვლილი იპოვეს ლიფტში, მოსკოვის ცენტრში, 2006 წლის 7 ოქტომბერს. ცხედართან ერთად პოლიციამ აღმოაჩინა მაკაროვის ტიპის იარაღი, პირველი ვერსიით პოლიტკოვსკაია დაკვეთით მოკლეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,