2015-02-01 10:22:27, 772 ნახვა
სამართალი
შსს-მ დიდი ოდენობით „ექსტაზი“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მეთერთმეტე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ჯენგიზ ქ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, აწყურის ქუჩაზე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 28 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,8558 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან