12:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 21:20:37, 16279 ნახვა

High - Tech
Citroen-მა 6000 ევროს ღირებულების ელექტროავტომობილი წარადგინა

ფრანგულმა კონცერნმა საზოგადოებას კომპაქტური და ძალიან მიმზიდველი ფასის მქონე ელექტრომანქანა წარუდგინა.
2020 წელს გამოშვებულ ავტომობილებს შორის Citroen Ami One ყველაზე ხელმისაწვრომი აღმოჩნდა. შემქმნელები მანქანას, როგორც ქალაქში გადასაადგილებელ ელექტროავტომობილს მოიაზრებენ.
მოდელის წარდგენის დროს, "სიტროენის" დირექტორმა იხუმრა, რომ ის მას არა როგორც ავტომობილს, არამედ ,როგორც ორკაციან კომფორტულ სკუტერს, ისე აღიქვავს და დასძინა, რომ  Ami One-ს კონკურენციას მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ გაუწევს.

ელექტროავტომობილის ზომიდან გამომდინარე ის ევროპის ქალაქების ვიწრო ქუჩებზე სასიარულოდ იდეალურია. 
Ami One - ის სალონი თანამედროვე დიზაინშია გადაწყვეტილი. მანქანის ბატერეა 5.5 კილოვატ/სთ-ს შეადგენს და მისი ბოლომდე დატენვის შემდეგ ავტომობილი 70 კილომეტრს გადის. One-ს აგრეთვე პანორამული სახურავი და 3 სათავსო გააჩნია, სადაც ჩანთის და სხვა ნივთების განლაგებას შეძლებთ.
პრეზენტაციის დროს ყველაზე დიდი ყურადღება ავტომობილის დატენვის დროს დაეთმო - Ami ბევრ ლეპტოპზე სწრაფად, სულ რაღაც 3 საათში, ჩვეულებრივი დენის წყაროსგან იტენება. 

 









ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics