15:29 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 19:29:04, 911 ნახვა

სამართალი
ტრეფიკინგში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებულის ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ზარინა ასაროვას საქმის არსებითი განხილვა დაასრულა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ზ. ასაროვას  ბრალად ედებოდა ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქის ბ.რ-ს   მიმართ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, კერძოდ  თურქეთის რესპუბლიკაში გადაყვანით ტრეფიკინგის განხორციელება.

"ასაროვამ ტაჯიკეთის რესპუბლიკიდან მოტყუებით, მაღალანაზღაურებად  სამსახურში დასაქმების დაპირებით, ჩამოიყვანა და შეიფარა ბ.რ., რომელსაც ჩამოართვა ტაჯიკეთის მოქალაქის პასპორტი, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მის მიმართ ახორციელებდა სექსუალურ ექსპლუატაციას.
2015 წლის 16 იანვარს,  ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აჭარის ა/რ პროკურატურის  მიერ  წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ ზ. ასაროვა.  ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  1431  მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით კვალიფიკაციით წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ განესაზღვრა 12  წლით თავისუფლების აღკვეთა",-ნათქვამია ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics