10:30 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 16:03:22, 705 ნახვა

ეკონომიკა
ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს  შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის, – ამის შესახებ  პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევრობანკის პრეზიდენტის სერ სუმა ჩაკრაბატის შეხვედრაზე აღინიშნა.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის, კერძო სექტორის სტიმულირებისა და ბიზნესგარემოს განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ინვესტორთა საბჭოსთან დაკავშირებულ საკითხებს და გამოითქვა იმედი, რომ ინვესტორთა საბჭო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, აქტიურად იმუშავებს საქართველოში ინვესტიციების ზრდის მიმართულებით.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე ხაზი გაესვა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მნიშვნელობას.  პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სერ სუმა ჩაკრაბატს  საქართველოსთვის გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics