|
2015-04-27 15:25:00, 657 ნახვა
ეკონომიკა
ბრიუსელში ბელგია-ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართება
ბრიუსელში, ბელგია-ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, კონფერენცია „საქართველოს ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პირობებში“ გაიმართება. ღონისძიება ტარდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროკავშირის მხარდაჭერით. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენცია წარიმართება სადისკუსიო პანელებისა და თემატური სესიების ფორმატით. ქართული მხრიდან მონაწილეობენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვადასხვა საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ცალკე სადისკუსიო პანელის ფარგლებში განხილულ იქნება ის მთავარი პრინციპები და პირობები, რომლითაც ევროკავშირი ხელმძღვანელობს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისას, რათა მოხდეს მათი ინტერნაციონალიზაცია და ამასთანავე საქართველო გაწევრიანდეს მეწარმეობის ევროპულ ქსელში. სადისკუსიო პანელში მონაწილეობას მიიღებს მეწარმოების განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია. სააგენტოს ხელმძღვანელი მიმოიხილავს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებს, ასევე იმ ღონისძიებებს, რომელთა მეშვეობით ხდება მეწარმეების დახმარება, რომ მათ დანერგონ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი საწარმოო პრაქტიკა და განახორციელონ ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. გიორგი ციკოლია ასევე ისაუბრებს იმ შესაძლებლობებზე, რასაც ახალი სავაჭრო ხელშეკრულება ქმნის წარმოებისა და მომსახურებების განვითარების მიმართულებით და ამასთანავე მიმოიხილავს იმ დაბრკოლებებსაც, რომელსაც ქართველი მეწარმეები აწყდებიან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის განხორციელებისას. ყურადღება გამახვილდება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ მეწარმეობის ევროპულ ქსელთან წარმოებულ მოლაპარაკებებზეც, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საქართველოს გაწევრიანება. სადისკუსიო პანელს შეაჯამებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე. კონფერენციის ფარგლებში ასევე განხილული იქნება საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები და ქვეყანაში ინვესტირების შესაძლებლობები. მთავრობის წარმომადგენლები ყურადღებას გაამახვილებენ სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების შემოდინების კუთხით არსებულ გეგმებზე. კონფერენციის მეორე სესია დაეთმობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ხელშეკრულების სარეგულაციო ჩარჩოს განხილვას და მის ზეგავლენას საქართველოში პროდუქტებისა და მომსახურებების შემდგომ განვითარებაზე.
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)