10:23 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 12:39:50, 886 ნახვა

რეგიონი
ქობულეთსა და როვნოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქობულეთს კიდევ ერთი დამეგობრებული ქალაქი ეყოლება. თანამშრომლობის მემორანდუმი უკრაინის ქალაქ როვნოსთან გაფორმდა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ და როვნოს მერმა ვლადიმერ ხომკომ მოაწერეს.

ადგილობრივი თვითმმართველობების  თანამშრომლობა მიზნად ისახავს კულტურის, განათლების, ჯანდაცვის და სპორტის სფეროებში გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას. შეხვედრაზე თვითმმართველობების ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს.

„მზად ვართ ხელი შევუწყოთ ჩვენს რეგიონებს შორის  ურთიერთობას, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობას, რაც ორივე მხარისთვის ნაყოფიერი იქნება", - განაცხადა სულხან ევგენიძემ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები  ქ. როვნოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა საქართველო-უკრაინის ფორუმი, სადაც გაიმართა პრეზენტაციები აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის, ასევე, ქობულეთის, როგორც საზღვაო კურორტის შესახებ. მიმდინარე წელს დაიგეგმა აჭარაში საპასუხო ოფიციალური ვიზიტი ქ.როვნოდან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics