09:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-24 20:17:46, 2275 ნახვა

საზოგადოება
მზია ამაღლობელს ჩეხეთში „ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდო გადაეცემა

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, მზია ამაღლობელი „ფორუმ 2000-ის“ წლევანდელი ჯილდოს მფლობელია.

„ფორუმი 2000“ არის ფონდი და ამავე სახელწოდების კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად ჩეხეთში, პრაღაში იმართება. 

„წელს „ფორუმ 2000-ის“ საერთაშორისო ჯილდო სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის გადაეცემა საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას და მის სიმბოლოს, მზია ამაღლობელს, პატივსაცემ ჟურნალისტს და დამოუკიდებელი მედია პლატფორმების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორსა და დამფუძნებელს“ – ნათქვამია „ფორუმ 2000-ის“ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

ჯილდოს გადაცემის ცერემონია 12-14 ოქტომბერს, პრაღაში კონფერენციის – „ფორუმ 2000“-ის ფარგლებში გაიმართება

„ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდოს ლაურეატები წინა წლებში იყვნენ: როსიო სან მიგელი, ვენესუელელი იურისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი [2024 წელი]; ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მწერალი და ისტორიკოსი [2023 წელი]; ჟანგ ჟანი, ჩინელი სამოქალაქო ჟურნალისტი და ყოფილი იურისტი [2022 წელი]; კარლ გერშმანი, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველი, „ეროვნული ფონდის დემოკრატიისათვის“ ყოფილი პრეზიდენტი [2021 წელი].

მზია ამაღლობელი 8 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics