22:26 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-13 14:52:52, 3559 ნახვა

სხვადასხვა
როგორ ხდება ტერფის დიაგნოსტიკა “ახალ ხედვაში”?

ტერფის ტკივილისა და დისკომფორტის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს მარტივი ღრძობა, დაჭიმულობა ან უფრო სერიოზული პათოლოგია. ასეთ შემთხვევებში ექიმები პირველ რიგში ტერფის ფიქსაციას და საჭიროებისამებრ მედიკამენტოზურ მკურნალობას გვირჩევენ — რა თქმა უნდა, პროფესიონალის კონსულტაციითა და მეთვალყურეობით.

ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკა აუცილებელია სერიოზული გართულებების თავიდან ასარიდებლად და ტერფთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციისთვის. სწორედ ამიტომ, სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს სთავაზობს ტერფის დეტალურ და თანამედროვე კვლევას, რომელიც იტალიური ულტრასენსორული Diasu-ს აპარატურით ტარდება “ახალი ხედვის” ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრში.

„ახალ ხედვაში“ ტერფის დიაგნოსტიკა მიმდინარეობს უახლესი თაობის ტექნოლოგიით, რომელიც სიარულის პროცესში აფიქსირებს ყველა საჭირო მონაცემს. ამ მეთოდის მეშვეობით განისაზღვრება შემდეგი მახასიათებლები:

●      ტერფის ფორმა და ღერძი;

●      თაღის სიმაღლე;

●      ყრდნობის წერტილები;

●      ბიჯის შესრულების დრო და მასზე მოქმედი წნევა;

●      სიმძიმის გადანაწილება სიარულისას და სხვ.

ეს მონაცემები ეხმარება სპეციალისტს სწორი და ინდივიდუალური მიდგომის შერჩევაში. “ახალი ხედვის” ტერფის დიაგნოსტიკის კლინიკაში ტერფის პლანტოგრაფია – ტერფის კომპიუტერული გამოკვლევა – მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას (მოძრავ და უძრავ მდგომარეობაში ტერფის კვლევას)

დიაგნოსტიკის შედეგად მიიღება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი, რაც ზუსტი და ეფექტური მკურნალობის საფუძველია. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელია თქვენი ტერფის ანატომიური თავისებურებების შესაბამისად ინდივიდუალური სუპინატორის დამზადება. ეს პროდუქტი განსაკუთრებით ეფექტურია ძვალ-სახსროვანი პათოლოგიების პრევენციისა და კორექციისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics